воскресенье, 9 ноября 2014 г.

ტრენინგის ბოლო დღე

 ბოლო შეხვედრაზე შევქმენი საქაღალდე, სადაც განვათავსე სხვადასხვა რესურსი, დამხმარე ფაილები ,პრეზენტაციები .შევისწავლე პროექტ-გაკვეთილისა და პუბლიკაციის სწორად დაგეგმვა. გავეცანი პროექტის მოთხოვნებს,ასევე, ტრენერის მიერ მითითებულ ვებგვერდებს.ჩამოვაყალიბე მიზნები ჩემი პროექტ-გაკვეთილისთვის.განვიხილეთ შეფასების მეთოდები და სტრატეგიები. შევქმენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია ,სადაც ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი კითხვები. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ვისწავლეთ მათი განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.გამოვიყენეთ ინტერნეტი კვლევისთვის. შევქმენით სასწავლო ნიმუშები, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ მასალები მოსწავლეთა წარმატების  ხელშესაწყობად. მოვამზადეთ კითხვები მოსწავლეთა ჩართულობასა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისათვის.შევქმენი პორტფოლიო და წარვადგინე.